ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი დასრულდა – გასულ წელს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის საქმეზე განაჩენი, როგორც მოსამართლემ განაცხადა “გონივრულ ვადაში” გამოცხადდება. დღეს დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართა, რის შემდეგაც მოსამართლე ზვიად შარაძე სათათბიროდ გავიდა. გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
მანამდე, მხარეებმა, დასკვნითი სიტყვის უფლებით ისარგებლეს. დასკვნით სიტყვაში ლაზარე გრიგორიადისმა გაიხსენა მარტის აქციები დროს განვითარებული მოვლენები. გრიგორიადისმა ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ ოთხივე პოლიციელი პოლიტიზებულია, რადგან მათი ჩვენებები ერთმანეთს აცდენილი და შეუსაბამოა.
გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, საქმეზე ჩატარდა ჰაბიტოსკოპიური კვლევა, რითაც ვერ მოხდა ლაზარე გრიგორიადისის იდენტიფიცირება. მისი თქმით, დღეს მიმდინარე სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს არც ერთი ახალი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ბრალდების მხარის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისმა, სამართალდამცველებს ე.წ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, რის შედეგადაც პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე ზვიად შარაძე განაჩანეს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. 22 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2023 წლის 31 მარტს შეეფარდა.