ბათუმის საკრებულოში, სხდომაზე, ერთმანეთს „ქართული ოცნების“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ჩხუბის მიზეზი მშენებლობის ნებართვების გაცემის წესში დაგეგმილი ცვლილებები გახდა. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი აკაკი ღვინიანიძე დაინტერესდა, იყო თუ არა იმ ტერიტორიებზე გათვალისწინებული ადგილები ავტოსადგომებისთვის, სადაც მშენებლობის ნებართვები გაიცემა. ღვინიანიძის კითხვებმა „ქართული ოცნება“ გააღიზიანა. სახელისუფლო პარტიის წევრმა ოპოზიციონერ კოლეგას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასთან ფიზიკური დაპირისპირება სცადა, თუმცა საკრებულოს სხვა წევრების ჩარევის შედეგად, სხდომაზე სიტუაცია შედარებით განიმუხტა.