პოლიტიკური განცხადებები და ურთიერთბრალდებები სესიაზე | 19.03.2024

პროდუქტებზე და საწვავზე ფასების ზრდა, „ვეტინგის“ საკითხი და საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები – ამ საკითხებზე ისმოდა დეპუტატებს შორის ურთიერათბრალდებები საქართველოს პარლამენტში პკლენარულ სხდომაზე. ოპოზიცია სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე აკეთებს აქცენტს. “ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს იძულებითი ემიგრაციის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. ხელისუფლების ოპონენტებმა რუსეთში ჩატარებულ არჩევნებზეც ისაუბრეს. განაკუთრებული ყურადღება კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ უკანონო კენჭიყრას დაეთმო. ოპონენტების შეფასებით ამ ფაქტზე ხელისუფლებას საკამრისი რეაგირება არ ჰქონია.

“ქართული ოცნების” დეპუტატები კი ყურადღებას პრეზიდენტის ვეტოზე და ე.წ ვეტინგზე ამახვილებდნენ. ასევე პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებული ხალხის ძალის დეპუტატები ამბობდნენ რომ მათი ამოცანაა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები გასამართლდნენ.

ხვალ საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფრომატში შინაგან სამქეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ, ხოლო პარასკევს ინტერპელაციის წესით პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილია დაბარებული.