ყოფილი პრემიერის მიერ მიღებული მორიგი გადაწყვეტილება ახალმა პრემიერმა შეცვალა. მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, რკინის კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი დაიწყეს. რკინის ჯებირები მთავრობის კანცელარიასთან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით დადგეს.
2023 წელს ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციის წინ, სადაც ხშირად საპროტესტო აქციები იმართება, სკვერის მოწყობა იგეგმებოდა.