“ქრონიკა პლუსის” დამფუძნებელი, ელისო კილაძე აცხადებს, რომ მისი დაშინების მიზნით „გამაფრთხილებელი გასროლა” იყო. შემთხვევა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მოხდა. კილაძე გასროლას ნარკორეალიზატორების მხილებას უკავშირებს. ის ამბობს, რომ „ტელეგრამ”-არხებში მისი მისამართით არის მუქარა, რომ სხვადასხვა რაოდენობის თანხის სანაცვლოდ, ფიზიკურად გაუსწორდებიან. მტკიცებულებად უკვე ამოღებულია ტყვიის მასრა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას მუხლით არის დაწყებული.