2020 წლის არჩვნებამდე თვე ნახევარი რჩება, თუმცა საკუთარ პოლიტიკურ არჩევანში მოქალაქეების დიდი ნაწილი ამ დრომდე გადაუწყვეტელია. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევით დგინდება, რომ გამოკითხულთა სრული უმრავლესობა, 88% არჩევნებზე, სავარაუდოდ წავა, 12% კი – სავარაუდოდ არა. დიდია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი. 59%-მა ამ დრომდე არ იცის ვის მისცემს ხმას, 36%-მა უკვე გადაწყვიტა, 3%-მა არ იცის, 1% კი კითხვაზე არ პასუხობს.
NDI-ს კვლევის თანამხად, გამოკითხული რესპოდენტების მხოლოდ 27% ასახელებს მის რჩეულ პარტიას, 9% ასახელებს არცერთ პარტიას, 64% კი უარს ამბობს პასუხზე. მათგან ვინც მის რჩეულ პარტიას ასახელებს, 17% მხარს “ქართულ ოცნებას”, 5% “ნაციონალურ მოძრაობას” 5% კი სხვა პარტიებს უჭერს. 40% არცერთ პარტიას, 5% სხვა პარტიას, 9% არცერთ პარტიას, ხოლო 40%-მა არ იცის. გამოკითხულთა დიდი ნაწილისთვის, გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი პოლიტიკური პარტიების ეკონომიკურია ხედვაა, მეორე ადგილს კი ჯანდაცვის პოლიტიკა იკავებს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი ისევ სამუშაო ადგილებია, 39% სიღარიბეს, ხოლო 28% ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 52% ფიქრობს, რომ ქვეყანა ან არასწორი მიმართულებით ვითრდება ან ერთ ადგილზეა გაჩარებული, 39%-ს აზრით კი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. მოსახლეობის 48% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არის, 37%-ს აზრით კი არა, 14%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
NDI მთავრობის მიერ პანდემიის განმავლობაში გაცემული სოციალური დახმარებებითაც დაინტერესდა და მოქალაქეებს ჰკითხა მიიღეს თუ არა მათ ხელისუფლებისგან რაიმე სახის კომპენსაცია. აღმოჩნდა, რომ 57%-ს რაიმე სახის დახმარება არ მიუღია, თანხის მიმღების 43%-დან კი თითქმის ნახევარის აზრით, ეს დახმარება არასაკმარისი იყო.
ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებმა კვლევა დეტალურად შეისწავლეს და ციფრების შედეგად საიმედო პროგნოზიც დასვეს. ფიქრობენ, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ასეთი მაღალი მაჩვენებლი იმის დასტურია, რომ მოქალაქეები მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკით უკმაყოფილოები არიან, რაც კვლევის გარდა მალე საარჩევნო შედეგებშიც აისახება.
ოპოზიციისთვის მოულოდნელი არ ყოფილა კვლევის ის ნაწილი, სადაც მოსახლეობა ყველაზე დიდ გამოწვევად ეკონომიკურ საკითხებს ასახელებს. ამბობენ, რომ საზოგადოება მანდატს და ხელისუფლების ჩამოყალიბების უფლებას მხოლოდ იმ პარტიას მისცემს, ვისაც ეკონომიკური კრიზისის მოგვარების მკაფიო გეგმა ექნება.
NDI-ის კვლევის შეფასებისას, უცვლელია “ქართული ოცნების” რიტოტიკა. მმართველი პარტია კვლევას უნდობლობას უცხადებს და ხელს კვლავ საველე სამუშაობის ჩამტარებელი კომპანიისკენ იშვერს. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ NDI-ის ეს კვლევა ობიექტური ვერ იქნება, რადგან მის უკან “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესები იკვეთება.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საველე სამუშაოების პერიოდია: 6-11 აგვისტო, 2020 წელი. ჯამში ჩატარებულია 2 045 დასრულებული ინტერვიუ. (29% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით) რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით სატელეფონო ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ს ინფორმაციით, ინტერვიუები ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ჩატარდა. კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. კვლევის მიხედვით, არ არსებობს სხვა ფაქტორები, რომელთაც შესაძლოა კვლევის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინათ. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%-ია.