თანამდებობა დატოვა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ. მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი 29 თებერვალს მოაწერა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ჯაველიძე 2022 წლის მაისიდან იკავებდა. მანამდე ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო.
დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შესრულება ჯაველიძის მოადგილეს, ილია შამუგიას დაეკისრა. ის პარლამენტში, ირაკლი კობახიძის დეპუტატობის დროს, მისი კაბინეტის უფროსად მუშაობდა.