საქართველოს ბიუჯეტს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ანგოლაში 19 ათასი ლარი დაუჯდა. „ფლანგვის დეტექტორი“ პარლამენტართა მივლინებების ხარჯების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, 2023 წელს პარლამენტის დეპუტატების მივლინებები საზღვარგარეთ ჯამში 1,849,239 ლარი დაჯდა, ხოლო ქვეყნის შიგნით 90,510 ლარი. ეს მონაცემები 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს 194,077 ლარით აღემატება.
“ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ყველაზე ძვირიანი მივლინება საზღვარგარეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ეკუთვნის, რომელიც დოკუმენტის მიხედვით ანგოლაში იმყოფებოდა და ჯამში 18,973 დახარჯა. Სავარაუდოდ, ანგოლაში მასთან ერთად იმყოფებოდნენ სალომე ქურასბედიანიც და ნიკოლოზ სამხარაძეც, რომელთა მივლინებები 16,744 ლარი და 17,100 ლარი დაჯდა. Ნიკოლოზ სამხარაძე კიდევ ერთი ძვირადღირებული მივლინებების ავტორია, რომელიც ჩილესა და ურუგვაიში შედგა და ჯამში 14,774 ლარი დაჯდა”, – „ფლანგვის დეტექტორი“.
„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, 2023 წელს ჯამურად ყველაზე ძვირიანი მივლინებები, ასევე, ჰქონდათ: Ნიკოლოზ სამხარაძეს, Მაკა ბოჭორიშვილს და გივი მიქანაძეს. ქვეყნის ბიუჯეტს სამხარაძის 24 მივლინება 153 000 ლარი დაუჯდა; ბოჭორიშვილის 29 მივლინება — 143 000 ლარზე მეტი, მიქანაძის 20 მივლინება კი თითქმის 96 000 ლარი.