პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფრომაციით, სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც, 28 თებერვალს, ლონდონში საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება. ღინისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციის წევრი პოლიტიკოსები, დიპლომატები, აკადემიკოსები, ბიზნესის წარმომადგენლები და ახალგაზრდები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით ღონისძიებაზე იგეგმება სალომე ზურაბიშივლის სიტყვით გამოსვლა, რის შემდეგაც პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.