ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო კმაყოფილია იმით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან „ნორმალური ურთიერთობები“ აქვს. ამის შესახებ მან 26 თებერვალს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სომხური მხარის პოზიციის კომენტირებისას განაცხადა. ბელარუს დიქტატორს მიაჩნია, რომ ქართველები დასავლეთის ზეწოლისგან თავის დაღწევას ცდილობენ.
“შეხედეთ საქართველოს. მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს, პირველ რიგში, რუსეთთან, ჩვენთან, ეკონომიკა უმჯობესდება. ამერიკელებმა უკვე დაივიწყეს საქართველო. როგორც კი ქართველებმა დაიწყეს მოძრაობა იმ გაგებით, რომ ეს იყო მათი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული, დასავლეთმა მათზე ზეწოლა დაიწყო. მათ შორის, და უპირველეს ყოვლისა, აშშ-მა. ჩვენ უნდა გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნა. ისინი დასავლეთში არავის სჭირდება. ათასობით პრობლემაა”, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.