7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. საქმეში ფიგურანტი ერთ-ერთი პირის ადვოკატი სხდომაზე არ გამოცხადდა. როგორც სასამართლოში განმარტეს, მიზეზი ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა სასამართლო კოლეგიას სთხოვეს სააკაშვილისთვის სიტყვით გამოსვლის უფლება მიეცათ, თუმცა მოსამართლეებმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. მომდევნო სხდომა 11 მარტს, 12-ის ნახევარზე ჩაინიშნა.