საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ს ელჩს საქართველოში – რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფრომაციით შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა.