ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები სამ საკითხს განიხილეს- საერთო სასამართლოებთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებს.
უმრავლესობაში ამბობენ რომ შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. და შესაძლებელია კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმებაც. – მათი თქმით ვენეციის კომისიის ყველა რაციონალური შენიშვნა გათვალისწინებული იქნება.
პროცესს კვლავ გაემიჯნა პარტია „ლელო“,რომელიც არც პირველ შეხვედრაში მონაწილეობდა. ხოლო დანარჩენი ოპოზიცია რომელიც მმართველ პარტიასთან სამსჯელოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ ამბობენ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა არც ერთი პრინციპული საკითხი, რომლის რეფორმასაც ვენეციის კომისია ითხოვს და საქართველოს სჭირდება – მათი შეფასებით შეხვედრაზე მეორეხარისხოვანი საკითხები განიხილეს.
არასამთავრობო სექტორიდან შეხვედრაში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მოწვევა არც ამჯერად მიუღიათ – ISFED-ს, საია-სა და, საერთაშორისო გამჭვირვალობას. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მათი დონორების პასუხისმგებლობაა, ისინი დემოკრატიულ კალაპოტში დააბრუნონ.