თითქმის სამწლიანი წყვეტის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე პირველად გამოქვეყნდა მთავრობის სახელით გამოცემული განკარგულება.დოკუმენტს ახალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმოწერა აქვს. დოკუმენტის ნომრით ირკვევა, რომ წელს მთავრობას გამოცემული აქვს კიდევ 180 განკარგულება,
12 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტი კი შეეხება საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაში ცვილებების შეტანას.
ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი გახარიას პრემიერობის დროს დამალული მთავრობის განკარგულებები. მათი შეფასებით სწორედ ამ დამალული განკარგულებებით ხდებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის საინვესტიციო ვალდებულებების შემცირება და მისთვის სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა.
ოპოზიციისგან განსხვავებით “ქართულ ოცნებაში” კორუფციის არსებობას არ აღიარებენ. საპარლამენტო უმრავლესოაბში ამბობენ რომ მტავრობას კორუფციასთან ბრძლა პრუიორიტეტად აქვს გამოცხადებული.
საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე განკარგულებების გამოცემა 2020 წლის 26 სექტემბერს შეწყდა, როცა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იყო. გიორგი გახარიას შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის სამწლიანი პრემიერობის პერიოდში მისი ხელმოწერით გამოცემული არცერთი განკარგულება მთავრობის ვებსაიტზე არ იძებნება.