საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, წელს, დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა.დიალიზის სერვისები წალენჯიხაში, საგარეჯოში, დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილში, ხულოსა და ჭიათურაში ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებები, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა.
უწყების ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად, მომსახურებაზე კიდევ უფრო გაიზარდა გეოგრაფიული მოცვა და ხელმისაწვდომობა, ბენეფიციარები, სერვისს მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.