ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი დღეს უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში ქაშუეთის ტაძარში მიმდინარეობდა. გარდაცვლილ მსახიობს პატივი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიაგეს. ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს პოლიტიკოსებმაც. პანაშვიდზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილი. სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.