„პოლიტიკურ სიბეცე”, “იგუნური გადაწყვეტილება” – “ოცნება” ისევ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს | 12.02.2024

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერებმა, თეა წულუკიანმა და ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პრეზიდენტი  იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მას ილჰამ ალიევისთვის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ჯერ კიდევ არ მიულოცავს. თეა წულუკიანმა პრეზიდენტის მოქმედება „პოლიტიკურ სიბეცედ” შეაფასა და თქვა, რომ ზურაბიშივლი აგრძელებს ე.წ. პატრონებისგან მიღებული დავალებების შესრულებას. ვიცე-პრემიერიმა ირაკლი ჩიქოვანმა კუ პრეზიდენტის ნაბიჯს უგუნური გადაწყვეტილება უწოდა და დაამატა, რომ შესაძლებელია, ეს „გარკვეული სქემის ნაწილი” იყოს.

ოცნების თავდასხმებს პასუხობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს პრეზიდენტის პოსტზე არჩევა ოფიციალური წერილით მიულოცა.  ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს მისალოცი წერილი 9 თებერვალს გაუგზავნა.