მეწყრული პროცესები სურამში – ღამით 40-მდე ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს | 08.02.2024

მეწყრული პროცესები განვითარდა სურამშიც. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მეწყრის საშიშროების გამო გუშინ, ღამით 40-მდე ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის, თენგიზ ჩიტიაშვილის თქმით, სასტუმროში გადაიყვანეს ათი მოქალაქე, დანარჩენები კი, საკუთარი სურვილით, ნათესავებთან დაბინავდნენ. დღეს დილიდან კი სურამში გეოლოგთა ჯგუფი ჩავიდა.