დღეიდან 9 ერთეული თვრამეტმეტრიანი ავტობუსი დიდი დიღმიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებს. დედაქალაქის მერიაში ამბობენ რომ 18-მეტრიანი ავტობუსების ნაკადის შემოსვლა დეკემბერში დაიწყო, 50 ერთეული უკვე თბილისშია და მიმდინარეობს მათი მომზადება ხაზზე გასასვლელად. სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, კიდევ 40 ავტობუსის ყიდვა იგეგმება.