დედაქალაქის მერის თქმით წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები დასრულებულია და დაპირებისამებრ ხვალიდან მთელს გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში, ორმხრივად გაიხსნება. მისი თქმით, ის მუდმივი ისტერიკა, პანიკის თესვა, ლანძღვა, ცილისწამება, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში წერეთლის გამზირის სამუშაოებს გასდევდა, სხვა არაფერია, თუ არა სიძულვილი საკუთარი ქალაქის და თანაქალაქელების მიმართ.
16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს „ერ ტე დეს“ და „მილენიუმ ბილდერს გრუპს“ კონტრაქტი შეუწყვიტა. მერია ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ხელშეკრულების პირობების დარღვევა და კომპანიების მიერ ობიექტზე სამუშაოების შეფერხებით შესრულებაა. წერეთლის გამზირი უკვე 8 თვეა გადათხრილია, თუმცა მერიამ კომპანიების მუშაობაში ხარვეზები მაშინ აღმოაჩინა, როცა სამუშაოების დასრულებამდე 2 კვირა იყო დარჩენილი.