პარლამენტი ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესასრულებლად მუშობას განაგრძობს. 9 პუნქტიდან საკანონმდებლო ორგანომ სასამართლო, საარჩევნო, ანტიკორუფციულ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და დეპოლარიზაციის საკითხებზე უნდა იმუშაოს. უმრავლესობის წევრების განცხადებით, ისინი მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამოქმედო გეგმას მიყვებიან და უზრუნველყოფენ ისეთი ფორმატის არსებობას, სადაც ყველა მხარეს საკუთარი ხედვების წარდგენის შესაძლებლობა ექნება.
მმართველი პარტიის დეპუტატები მაქსიმალური ჩართულობისა და კონსტრუქციული მუშაობისკენ მოუწოდებენ ოპონენტებს საპარლამენტო უმრავლესობის მიზანია, 9 დათქმის შესასრულებლად საჭირო ყველა საკანონმდებლო ცვლილება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღონ.
საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ევროკომისიის ცხრა პუნქტის შესრულების პროცესს სკეპტიკურად უყურებს, თუმცა, ყველა სამუშაო ფორმატში აქტიურ ჩართვას აანონსებს. სწორედ ცხრა ახალი რეკომენდაციის შესრულებაზეა დამოკიდებული, დაიწყება თუ არა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსთან მოლაპარაკებები.
ევროკომისიის 9 დათქმასთან დაკავშირებით მომდევნო შეხვედრა 2 კვირის შემდეგ შედგება.