“ფასადური ცვლილებები” – ასე აფასებენ ოპოზიციაში სამთავრობო ცვლილებებს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის საკადრო გადაადგილება მოულოდნელი არ ყოფილა. მათი თქმით, ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძე შეცვლის, განსაკუთრებულს არაფერს ცვლის. ოპოზიციის შეფასებით ეს ცვლილებები არა მოქალაქეების კეთილდღეობას არამედ ბიძინა ივანიშვილის ე.წ. პოლიტიკურ ხლართებს უკავშირდება.