პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის განმარტებით, საპარკინგე ადგილზე სტანდარტული გადასახადი საათში 1 ლარს შეადგენს, ხოლო ადგილობრივი მაცხოვრებლები, შშმ და ელექტრო ავტომობილის მქონე პირები ზონალური პარკირების გადასახადისგან თავისუფლებიან. საპარკინგე ტერიტორიებზე განთავსებულია სპეციალური ჯიხურებიც, სადაც მოქალქეებს წესებთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.