“მთავარი არხის” შემდეგ სავარაუდოდ ჰაკერული თავდასხმა ტელეკომპანია “ფორმულასა” და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ვებ გვერდებზეც განხორციელდა.
საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდი – President.ge რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშლი იყო, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარი არ გაუვრცელებია. საიტზე შესვლისას ჩნდებოდა თავის ქალის გამოსახულება და წარწერა: “დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ. დიდება რუსეთს”. ცნობილია რომ Cozy Bear არის რუსული ჰაკერების ჯგუფი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთა, რომლის შედეგად ვებგვერდზე www.president.ge განთავსებული ინფორმაციის მთლიანობა და ავთენტურობა დაირღვა. სუსის ინფორმაციით, უწყების კიბერუსაფრთხოების ცენტრმა შეტევა უმოკლეს ვადაში გამოავლინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ახლა ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.
მანამდე, დღეს დილით ტელეკომპანია “ფორმულამ” გაანცხადა, რომ ჰაკერული თავდასხმა იყო მათ ვებგვერდზე.
გუშინ დილით ჰაკერული თავდასხმა იყო “მთავარი არხის” ვებგვრდზე. წაიშალა მონაცემთა ბაზის ნაწილი. ვებგვერდი რამდენიმე საათის განმავლობაში არ მუშაობდა.