„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და დეპუტატი ანა წითლიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ. ოპოზიციური პარტიის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს იმ რთულ ვითარებაზე, რომელიც საქართველოში მედიის დამოუკიდებლობისა და ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოების მიმართულებით არსებობს. ლევან ბეჟაშვილმა გაიხსენა 5 ივლისის მოვლენები, როცა 53 ჟურნალისტს რადიკალური ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოპოზიციონერებმა სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზეც ისაუბრეს.