“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2024 წლის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის მიმართ მოპყრობაზე ისაუბრა. ბეჟაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, გაერთიანდნენ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად.