კიბერშეტევა “მთავარი არხის” ვებგვერდზე – არხის საიტზე ჰაკერული თავდასხმა დილის 5 საათზე დაიწყო. არხის ვებგვერდი რამდენიმე საათის განმავლობაში არ მუშაობდა და ამ დრომდე შეფერხებით მუშაობს. არხის ინფორმაციით წაშლილია მონაცემთა ბაზის ნაწილი. მთავარ არხში ამბობენ რომ არხის ტექნიკური სამსახური ჰაკერული თავდასხმის შეჩერებას, და მონაცემების აღდგენას ცდილობს. მათი ინფორმაციით ვებგბერდზე კიბერშეტევის უკან, სავარაუდოდ, რუსული ჯგუფები დგანან. ამ ეტაპზე უცნობია დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება.