სამოქალაქო საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინის რადას და ომში მყოფი ქვეყნის სახალხო დამცველს მიმართავს. მიმართვას ხელს აწერენ საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, ექსპერტები და სტუდენტები.
მიმართვის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში მონაწილე ადამიანები უნდა დაისაჯონ და უკრაინის პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს. დღეს გამართულ შეხვედრაზე წაიკითხეს მესამე პრეზიდენტის წერილი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ორგანიზატორებს მადლობას უხდის.