პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერს, კახა კალაძეს სასამართლოში უჩივის.
“ნამდვილად, ყველას ყველაფერი ახსოვს.. დანარჩენი სასამართლოში”, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
მამუკა ხაზარაძე ამ პოსტით, კალაძის მიერ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მერმა ხაზარაძეს სააკაშვილის ხელის ბიჭი უწოდა.