საქართველოს ყოფილი პრემიერი, და პარტიის, “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია “ქართული ოცნების” ახალარჩეულ საპატიო თავმჯდომარეს და პოლიტიკაში მესამედ მოსულ ბიძინა ივანიშვილს, დებატებში იწვევს. გახარიას თქმით, ივანიშვილმა მისი გადადგომის პირველივე დღიდან ზუსტად იცოდა „ვერავინ და ვერაფერი გააჩერებდა“. გიორგი გახარიას ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებაც შეაფასა. მისი სიტყვებით, “იძულებითი ნაბიჯი იყო ეს გამონათებაც და სააშკარაოზე გამოსვლა”. როგორც გახარია ამბობს, ივანიშვილის მხრიდან მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, ყველა პასუხისმგებლობიანი ადამიანი ვალდებულია კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.
გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად ოცნების რიგითი დეპუტატები პასუხობენ, რომ დებატები არ იქნება. რადგან გახარია იმ წონის პოლიტიკური ფიგურა არ არის რომ ბიძინა ივანიშვილთან დებატები შეძლოს. უმრავლესობის წევრების თქმით, გახარია ოცნების საპატიო თავმჯდომარის დებატებში გამოწვევით შელახულ იმიჯის აღდენას ცდილობს.
ბიძინა ივანიშვილმა, 30 დეკემბერს, “ქართული ოცნების” ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ივანიშივლმა თქვა, რომ გახარიამ მას და მის გუნდს უღალატა.