გარიცხავს თუ არა ქუთაისის ენმ-ის ფრაქციიდან მელიას გუნდი უმცირესობაში მყოფ ხაბეიშვილის ფრთას | 26.12.2023

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ყოფილ თანაგუნდელებს პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებენ. როგორც საკრებულოს დეპუტატები აცხადებენ, ნიკა მელიას თანაგუნდელებს პარტიიდან წასვლის მიუხედავად ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა ამ დრომდე არ დაუტოვებიათ და პირიქით, ფრაქციიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების გარიცხვას აპირებენ. მელიას გუნდი ფრაქციაში უმრავლესობაშია. ხაბეიშვილის გუნდის წევრები ამბობენ, რომ პარტიიდან წასვლის შემდეგ მელიას გუნდი ფრაქციიდან გასვლის ნაცვლად მათ გარიცხვას და ფრაქციისთვის სახელის გადარქმევას გეგმავს.

ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული დეპუტატები. მათი თქმით, ფრაქციიდან არავის გარიცხვას არ აპირებენ და მოქმედი მენეჯმენტის მხარდამჭერ დეპუტატებს ფრაქციის საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდებენ.