პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს. 2 მსჯავრდებულს კი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს.