გიორგი გახარიას გუნდი ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა თქვა, რომ არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება ეძლეოდეს. მისი თქმით, ადგილი აქვს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” სისტემატურ დარღვევას, რაც უნდა შეწყდეს. გახარიას გუნდი „ოცნებას“ სასამართლოს წინასაარჩევნო პიარმიზნებისთვის გამოყენებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებაშიც ადანაშაულებს.