ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ანუ სამინისტროს მიერ დაწესებული ფასის ზედა ზღვარი, ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება.
სამინისტროში აცხადებენ, რომ დიდ ფარმაცევტულ ქსელებში მედიკამენტებს თითქმის, იდენტური ფასი აქვს, რომელიც უწყებას უჩენს ეჭვს, რომ სააფთიაქო კომპანიები შეთანხმებულად მოქმედებენ და ფასებს ხელოვნურად ზრდიან.
სამინისტროს მიერ გავცელებულ განცხადებაში ნათქვამია რომ მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ, წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. ამიტომ, საკითხის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს.
სამინისტროს თქმით აღნიშნულ მედიკამენტებზე, უახლოეს მომავალში, სახელმწიფო სამართლიან, რეფერენტულ ფასებს (ანუ ფასის ზედა ზღვარს) დააწესებს, რომელზე მაღალ ფასადაც მათი გაყიდვა აიკრძალება.