ევროკავშირმა, შესაძლოა, უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვას | 18.12.2023

ევროკავშირმა, შესაძლოა, უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვას – Financial Times წერს, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების დასამტკიცებლად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნგრეთს შესაძლოა, ხმის უფლება ჩამოართვან. რომელიც 14-15 დეკემბრის სამიტის დროს უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა დაბლოკა.

სტატიაში ნათქვამია, რომ ზოგიერთი ოფიციალური პირი განიხილავს, რომ კანონის უზენაესობის დარღვევისთვის გამოიყენონ 2007 წლის ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული დებულებები, რამაც შეიძლება შეაჩეროს ხმის (ვეტოს) უფლება.

სტატიაში ნათქვამია, რომ ბევრი ქვეყანა ღელავს ამ მუხლის გამოყენებაზე, რაც ევროკავშირის ყველაზე დიდი იარაღია წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ოფიციალური პირების თქმით, პრიორიტეტი ორბანის დარწმუნებაა, რომ არ დაბლოკოს დახმარების საკითხი. თუმცა, თუ ორბანის გადარწმუნება ვერ მოხერხრდა, ევროკავშირის 26 წევრ სახელმწიფოს შეუძლია მიაღწიოს შეთანხმებას უკრაინის დახმარების შესახებ, თითოეულს მხრიდან ინდივიდუალურად. მედია წერს, რომ ამას დიდი დრო დასჭირდება და საკითხის მოკლევადიანი გადაწყვეტა იქნება.