თავისუფლების მოედანზე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საზეიმო-ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა. მმართველმა პარტიამ პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის უფლებას არ მისცა. თუმცა სცენაზე პროპაგანდისტული გზავნილებით, სიტყვით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა.
პრემიერის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მადლობა ამჯერად თავისუფლების მოედანზე სცენიდან დედაქალაქის მერმა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გადაუხადეს. მმართველი გუნდის ლიდერებმა თქვეს, რომ საქართველოს ევროპულ წარმატებას, ამ ადგილას, 11 წლის წინ ივანიშვილმა ჩაუყარა საფუძველი.
თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე მსვლელობა გაიმართა. დღევანდელ ღონისძიებას მმართველი გუნდის ორგანიზებით ხალხი რეგიონებიდანაც შეუერთდა.