პარლამენტში დღეს სასესიო სხდომა ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა. პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მიმართა და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება მიულოცა. როგორც პაპუაშვილმა თქვა, ” ქართველი ხალხი, ერთიანობითა და წინააღმდეგობებით ამ ისტორიული მიღწევის ნამდვილი გმირები არიან”.
ევროპული საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება დღეს პარლამენტში ერთად იზეიმა ყველამ, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა. გამონაკლისი ამ მხრივ „ქართული ოცნება“ იყო, რომელმაც სხდომაზე ევროკავშირის და საქართველოს დროშები მხოლოდ უმრავლესობის წევრების მაგიდებზე განათავსა, ოპოზიციურ ფლანგზე კი – არა.