“ნაციონალურ მოძრაობას” წევრები ისევ ტოვებენ- პარტია დღეს ქუთაისის რაიონული ორგანიზაციების უმრავლესობამ დატოვა, ასევე“ქალაქის საკრებულოში 12 დეპუტატიდან 7 პარტიის რიგებს ტოვებს. ისინი აცხადებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფორმალური მმართველობაა და პარტიის ახალი მენეჯმენტი, სააკაშვილის გათავისუფლების ნაცვლად, ბიზნესების განაწილებითაა დაკავებული. პარტიიდან წასულები ბრძოლას ნიკა მელიასთან ერთად გააგრძელებენ. დეპუტატები პარტიიდან მიდიან, თუმცა საკრებულოს მანდატს არ ტოვებენ.
ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილები ამბობენ რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიად ენმ რჩება და რეჟიმის შეცვლაც მხოლოდ მათ და მიხეილ სააკაშვილს შეუძლიათ.
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ რამდენიმეთვიანი დაპირისპირების შემდეგ 7 დეკემბერს თქვა, რომ “წინ, მომავალში მიდის”, და პარტიის დაფუძნება დააანონსა. ნიკა მელიას ამ განცხადებას წინ უძღოდა რეგიონებში, საკრებულოებისა და რაიონული ორგანიზაციების წევრების მხრიდან პარტიის დატოვების გადაწყვეტილება .