სალომე ზურაბიშვილი 13 დეკემბერს ათონელის სასახლეში მთავრობის როგორც მოქმედ წევრებს, ისე ყოფილი ხელისფლებების მაღალჩინოსნებს – პრემიერმინისტრებს და საგარეო საქმეთა მინისტრებს ელოდება.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 13 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კამპანიის “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს გადასცემს. როგორც პრეზიდენტმა ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა, იმედოვნებს, რომ ამ ღონისძიებას ასევე დაესწრება საქართველოს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელი, პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ევროპისკენ სვლაში და სწორედ ეს არის კონსენსუსი, დეპოლარიზაცია და ერთობა.