ნაციონალური მოძრაობა ბათუმის საკრებულოს შვიდმა წევრმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, გიორგი კირთაძემ დატოვეს. პარტიიდან წამოსულები ამბობენ, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ახალ მენეჯმენტთან მუშაობა ვერ შეძლეს. ისინი მომავალ პოლიტიკურ საქმიანობას “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთად განიხილავენ და ახალი პლატფორმიდან ბრძოლას აანონსებენ.
პარტიის ყოფილ თავმჯდომარე, ნიკა მელია ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს პარტიიდან მის გარიცხვასთან დაკავშირებით, რომლის შესახებ გასულ კვირას ლევან ხაბეიშვილმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, შემდეგ კი პარტიამ წერილობით დაადასტურა, რომ ნიკა მელია მათ რიგებში აღარ ირიცხება. მას შემდეგ ხაბეიშვილის გადადგომას პარტიის სხვადასხვა რეგიონული ორგანიზაციების და საკრებულოების წევრები ითხოვენ. მათ შორის თბილისის საკრებულოს წევრებიც. ხაბეიშივლი მის წინააღმდეგ აგორებულ ტალღას პარტიის დაპირისპირებული წევრების თანამდებობებიდან გათავისუფლებით და პოლიტსაბჭოს გაფართოებით პასუხობს. შიდა დაპირისპირების თემებს დახურულად მიიჩნევენ ხაბეიშვილის მომხრეები.
პარტიაში მიმდინარე დაპირისპირების ფონზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და პარტიის საერთაშორისო მიმართულების მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი წუხელ ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრნენ, სადაც 4-7 დეკემბერს, პოლიტიკური პარტიების ფორუმს დაესწრებიან. 8 დეკემბერს კი, ნიუ იორკში, ქართველ ემიგრანტებს შეხვდებიან.