პუტინის ომს უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. „ქართული ლეგიონის“ ინფორმაციით, დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს მათი ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა კი მძიმეა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 50-ზე ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.