კინოსა და თეატრის მსახიობი თენგიზ არჩვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობდა, სადაც არტისტის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მსახიობებმა, მომღერლებმა, მწერლებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლებმა. პანაშვიდზე მეუღლესთან ერთად მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
თენგიზ არჩვაძე უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტებით გააცილეს. მან ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი ითამაშა და არაერთი გამორჩეული სახე შექმნა.