ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო დაზვერვის სამსახურის “ხელმძღვანელი”, ალექსეი ვარზიევი საქართველოს ხელისუფლებას აქებს, თუმცა ქართულ საზოგადოებას “რევანშისტულ განწყობებში” ადანაშაულებს.
“მიუხედავად ოფიციალური თბილისის მშვიდობისმოყვარე რიტორიკისა, რომელიც ამ ეტაპზე საკმაოდ დაბალანსებულ პოზიციას იცავს და ეფუძნება რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირების თავიდან აცილებას, ქართულ საზოგადოებაში იზრდება რევანშისტული განწყობები, რასაც დასავლეთი აქტიურად უწყობს ხელს. უფრო მეტიც, ვაშინგტონისა და ბრიუსელის აშკარა ზეწოლა საქართველოს ხელმძღვანელობაზე იზრდება. მიზანი აშკარაა – აიძულოს თბილისი, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გახსნას”, – ალექსეი ვარზიევის განცხადება.