“პოლიტიკური შიზოფრენია რთულად იკურნება, ქალბატონო პრეზიდენტო!” ასე მიმართავს – რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი Telegram პოსტით საქართველოს პრეტზიედნტს, სალომე ზურაბიშვილს.
კარასინი წერს, რომ ზურაბიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ “თუ უკრაინა რუსეთს წინააღმდეგობას არ გაუწევს, საქართველო და ბალტიის ქვეყნები შესაძლოა იყვნენ შემდეგი, რომლებსაც თავს დაესხმება”, “ღრმააზროვანია”.
“საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ღრმააზროვანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თუ უკრაინა დამარცხდება, საქართველო და ბალტიის ქვეყნები შესაძლოა იყვნენ შემდეგი, რომლებსაც რუსეთი თავს დაესხმება. პოლიტიკური შიზოფრენია რთულად იკურნება, ქალბატონო პრეზიდენტო. რატომ არ ვახსენოთ ამ შემთხვევაში უფრო შორეული სამიზნეები – გერმანია, შვეიცარია ან მალტა? განა უფრო ადვილი არ არის გავიხსენოთ, ცივი ომის დასრულების შემდეგ და იმ დაპირების შემდეგ, რომ NATO აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდებოდა, როგორ დაიწყო NATO-ს სამხედრო პოლიტიკურმა ბლოკმა და მისმა საცეცებმა გაწვრთნილი არასამთავრობო სტრუქტურების სახით უზარმაზარი ნაბიჯებით რუსეთთან მიახლოება. აღმოსავლეთ ევროპის, შემდეგ კი პოსტსაბჭოთა სივრცის დასავლეთის მხრიდან სამი ათწლეულის მანძილზე დამუშავების მიზნები აშკარაა. მათ უკვე შეკრეს მჭიდრო რკალი ჩვენი ქვეყნის გარშემო. უკრაინა არის ბოლო ზღვარი, სადაც შეიქმნა პლაცდარმი რუსეთთან დაპირისპირებისთვის. ამის მიზნებიც ნათელია. ასე რომ, არ ღირს საკუთარი თავისვე შეშინება!” – კრიგორი კარასინი ზურაბიშვილზე.
მანამდე კარასინმა სალომე ზურაბიშვილს „უცნაური პოლიტიკოსი“ უწოდა. მისი მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტმა “ვაშინგტონში მკაცრი მითითებები მიიღო“.