ევროინტეგრაცია, ფარცხალაძის მოქალაქეობა, პრეზიდებტის იმპიჩმენტი – ევროპიდან დაბრუნებული სალომე ზურაბიშვილი ამ თემებზე სასაუბროდ ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციას და მესამე სექტორს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ გაუვრცელებია. მხარეებს შორის აუდიენცია რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტმა მათი პოზიცია მთავარ საკიტხებზე მოისმინა და სავარაუდოდ საკუთარ შეფასებებს საჯაროდაც იტყვის.