რატომ არ უწყვეტს საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის ჯაშუშობაში ბრადებულ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას – პრეზიდენტის ადმინისტრაცია მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ მოქალაქეობის შეწყვეტისთვის პრეზიდენტს რეალურად 3 თვიანი ვადა აქვს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილებისთვის 7 დღიანი ვადა აქვს, თუმცა ადმინისტრაციის განცხადებით, ეს ვადა მხოლოდ იმ შემთხვევებს ეხება, როცა პირი მოქალაქეობის მინიჭებას, შენარჩუნებას ან მოქალაქეობიდან გასვლას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ სერვისების განვითარების სააგენტომ ამერიკის ხაზინის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნა პრეზიდენტს 20 სექტემბერს გადაუგზავნა. პრეზიდენტმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. თუმცა მანამდე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერდა, რომ იუსტიციის სამინისტროდან ელოდებოდა ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა.