“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ მოსახლეობას საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ეკატერინე ქვლივიძე წარუდგინა. მამუკა ხაზარაძე მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად გურჯაანის ბაზარში და კურორტ ახტალაზე ადგილობრივებს შეხვდა. “ლელოს” წარმომადგენლებმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და რეგიონის საჭიროებები განიხილეს.