თანამდებობრივ გულგრილობაზე ღარიბაშვილი-გომელაურის მიმართ საქმე უნდა აღიძრას – ხაბეიშვილი | 11.09.2023

ნაციონალური მოძრაობა  საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების, პრეიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის და ეკონომიკის მინისტრის, დანაშაულებრივ გულგრილობაზე გამოძიება დაიწყონ. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, შოვის ტრაგედია „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი უმოქმედობის, გულგრილობის და კორუფციული ინტერესების შედეგია. მთავარი დამნაშავე კი, პრემიერ-მინისტრია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ნაცვლად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობა აეღო და თავად გამოეძიებინა, რა მოხდა შოვში, მათ ოპოზიციის ინიციატივას, შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, პროცედურული ომი დაუპირისპირეს.