„გირჩი – მეტი თავისუფლება” და “დროა” საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან. როგორც პარტიების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ორივე პარტიას რამდენიმე იდეა აერთიანებს, მათ შორის მომავლის მკაფიო ხედვა და ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან. ვიდეოკლიპი რომელიც პარტიებმა გაავრცელეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთანაა გადაღებული.