სახიფათო ცვლილებები საპარლამენტო არჩევნებამდე 1 წლით ადრე. სექტემბრიდან პარტიების ფინანსების კონტროლის ფუნქციას მთავრობის ანტიკორუფციული ბიურო გადაიბარებს, რომელიც პირადად, ირაკლი ღარიბაშვილს ექვემდებარება. პარტიები ვალდებულები იქნებიან გაწეული ხარჯების, მიღებული შემოსავლებისა და პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია სწორედ ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინონ. აქამდე ეს ფუნქცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ჰქონდა.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მსგავსი ცვლილებების ამოქმედება საპარლამენტო არჩევნებამდე 1 წლით ოპოზიციური პარტიების გაკონტროლებას ისახავს მიზნად. ოპოზიციაში ცვლილებებს რეპრესიულს უწოდებენ.
სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ცვლილებები ევროპული რეკომენდაციების ნაწილია. კობახიძემ დღეს თქვა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია ანტიკორუფციულ სამსახურში ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა იყო.